საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 490 პირი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 490 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე, stopcov.ge -ზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 330 879 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 310 859, გარდაიცვალა 4 469 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.