ვახტანგ გომელაური დმანისზე: არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა

ყველა ქართველები ვართ, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები, ძმები არიან. არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დმანისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ადამიანები და ტელევიზიები, დმანისში განვითარებულ მოვლენებს პირიქით აშუქებდნენ, თითქოს, „უბედურება ხდებოდა“

„როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს არ არის მარტო მმართველი გუნდის, სახელმწიფოს, პოლიციის, ან ადგილობრივი დეპუტატების გადასაწყვეტი და სანერვიულო. სამწუხაროდ, ადამიანები, ტელევიზიები პირიქით აშუქებდნენ, თითქოს, აი, უბედურება ხდება ხალხო, დროზე ეთნიკურად აზერბაიჯანელებს კლავენ, ან პირიქით ეთნიკური აზერბაიჯანელები კლავენ ქართველებს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდებოდა ზოგ ტელევიზიაში. ეს არ უნდა ხდებოდეს, ყველა ქართველები ვართ, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები, ძმები არიან. არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა, ამ დროს იმის 10 % არ იყო“,- აღნიშნავს გომელაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები