თამარ გაბუნია – შეზღუდვების შემსუბუქებაზე: ამგვარ გადაწყვეტილებას ზამთრის პერიოდში ვერ მივიღებდით

„ახლა აქტივობა უფრო მეტად მოსალოდნელია გარე სივრცეში, ვიდრე – შიდა სივრცეში და გარე სივრცე, როგორც მოგეხსენებათ, უფრო ნაკლები რისკის მატარებელია ეპიდემიოლოგიური კუთხით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარე სივრცეში აქტივობა ეპიდემიური რისკების ზრდას აბალანსებს.

„ამ შემთხვევაში, აქტივობა უფრო მეტად მოსალოდნელია გარე სივრცეში, ვიდრე – შიდა სივრცეში და გარე სივრცე, როგორც მოგეხსენებათ, უფრო ნაკლები რისკის მატარებელია ეპიდემიოლოგიური კუთხით. ამგვარ გადაწყვეტილებას ზამთრის პერიოდში ვერ მივიღებდით, მსგავსი პიკური მდგომარეობის პირობებში. მაგრამ ზაფხულის პერიოდში, როდესაც მეტი არის გარე სივრცეში აქტივობა, ეპიდემიური რისკების ზრდას ეს აბალანსებს“, – განაცხადა გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდა და დღეიდან 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს. ასევე, შაბათ-კვირას რესტორნები გარე სივრცეში სტუმრების მიღებას შეძლებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები