ნათია თურნავა: დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველი ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას განვახორციელებთ და უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით

“ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველი ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას განვახორციელებთ და უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იყოს.

„საკოორდინაციო საბჭომ ტურიზმის სექტორისა და ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა და შეზღუდვა 23:00 საათზე, ნაცვლად 21:00 საათისა. მინდა, დავაზუსტო, რომ სასტუმროებში მოქმედ რესტორნებშიც მოქმედებდა შეზღუდვა და ეს შეზღუდვაც იხსნება. რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების შაბათ-კვირას ფუნქციონირებას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. შაბათ-კვირას წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან ღია სივრცეების ფუნქციონირება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ელი ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას განვახორციელებთ, უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით და საერთოდ მოვხსნით ამ აკრძალვას. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები