ივერი მელაშვილი: ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს მიმდინარე სასამართლო პროცესები, რადგან ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული ვარ
“ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს მიმდინარე სასამართლო პროცესები, რადგან ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული ვარ”, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, რომ დასაკითხ მოწმეთა სიაში არის საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, მელაშვილმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის ჩვენება თავადაც აინტერესებს.
„მეც ძალიან მაინტერესებს, რა ჩვენება უნდა მისცეს ირაკლი ღარიბაშვილმა. კარგად იცით, რომ თავდაცვის მინისტრი როცა იყო, მაშინ იყო ეს საქმე მისი მხრიდან წამოწეული და ინიცირებული. ალბათ, ექნება სათქმელი, რატომ, რისთვის და რის საფუძველზე. საფუძველი გვაინტერესებს, ამ ბრალდებებს რა აქვს, ეს ბრალდებები ნამდვილად ნაკლები საფუძვლის მატარებელია.
ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს მიმდინარე სასამართლო პროცესები, რადგან ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მელაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი იმართება.