კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 744, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 149, იმერეთში – 149

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარაში – 102, იმერეთში – 149, ქვემო ქართლში – 83, შიდა ქართლში – 54, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 149, კახეთში – 59, მცხეთა-მთიანეთში – 24, სამცხე-ჯავახეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 341, საიდანაც: 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 383, აჭარაში – 470, იმერეთში – 508. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 872 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 89, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 5, იმერეთში – 15. 772 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 – თბილისში, 339 – აჭარაში. 11 338 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები