ევროპარლამენტარი გალერი: მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს „ნაცმოძრაობაში“, მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შეუერთდნენ პარლამენტს

გერმანელი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის საგაერო საქმეთა სპიკერი, მიხაელ გალერი „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შეუერთდნენ პარლამენტს.

მთავრობისა და მმართველი პარტიის ნებისმიერ საფუძვლიან კრიტიკას უფრო დიდი რეზონანსი აქვს, როდესაც ის პლენარული სხდომიდან ისმის, ვიდრე – ქუჩიდან ყვირილის დროს“, – წერს მიხაელ გალერი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები