გიორგი ვაშაძე – ნიკა მელიას მერობის საერთო კანდიდატად მხარდაჭერაზე: ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ
“კარგია, რომ ნიკა მელია თავისუფალია, ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
შეკითხვაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თუ არა პოზიციას ნიკა მელიას მერობის საერთო კანდიდატად მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ვაშაძემ თქვა: „ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ“.
„კარგია, რომ ნიკა მელია თავისუფალია, ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია. ეს არის შეთანხმების კონკრეტული შედეგი, რომელსაც ვიმკით. მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, საზღვარგარეთ მივფრინავ და როგორც კი ჩამოვალ, შევხვდები და დავილაპარაკებ, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე კოორდინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. მეტი არაფრის თქმას ვაპირებ“, – განაცხადა ვაშაძემ.