თამარ გაბუნია: პროფესიული განვითარების საბჭო სწავლობს, რატომ შეფერხდა ახალნამშობიარები ქალის ჰოსპიტალიზაცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პროფესიული განვითარების საბჭო სწავლობს, რატომ შეფერხდა ახალნამშობიარები ქალის ჰოსპიტალიზაცია.

„პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში ჩატარდა ამ შემთხვევის შუალედური განხილვა. იყო რამდენიმე დოკუმენტური ხარვეზი, რაც საბჭომ არ მიიჩნია პროფესიული პასუხისმგებლობის დაყენების საფუძვლად. იყო ჩანაწერთან დაკავშირებული უზუსტობები, რომლებიც ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაუკავშირდებოდა იმ გამოსავალს, რომელიც დადგა. ამ ეტაპზე ჩვენ ვიკვლევთ, რატომ შეფერხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და რატომ გადაიყვანეს ის კოვიდსასტუმროდან მხოლოდ მაშინ, როცა მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. საბოლოო პასუხი ჯერ არ გვაქვს, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, – განაცხადა გაბუნიამ.

6 მაისს თბილისში ახალნამშობიარები ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები