როდიდან შემსუბუქდება გადაადგილებაზე შეზღუდვა – თამარ გაბუნიას კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს იმის შესაძლებლობა არაა, რომ ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გადავადდეს ან მოიხსნას.
„ახლა პიკში ვართ და არც ეპიდემიოლოგიურად არ არის განმართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე ვისაუბროთ. დღეს ჩვენ იმის შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს (ვფიქრობ მაისის ბოლოსკენ), როცა პროგნოზურად ის პიკი, რომელიც ახლა მიმდინარე პერიოდში გვაქვს და მაისის მეორე ნახევარში უნდა შემსუბუქდეს, შემდეგ გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.