თამარ გაბუნია: მთელს ქვეყანაში მობილიზებულია 6 ათასამდე საწოლი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელს ქვეყანაში მობილიზებულია 6 ათასამდე საწოლი.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაზე დატვირთული საწოლფონდი თბილისშია.

„მთელს ქვეყანაში მობილიზებულია 6 ათასამდე საწოლი. თბილისში საწოლების რაოდენობაა 2 823. ყველაზე დიდი დატვირთვა საწოლფონდზე თბილისზე მოდის. დღევანდელი მონაცემებით, სულ კლინიკებში რჩება 4 296 პაციენტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 890 და რეანიმაციაში არის 201 პაციენტი. ასევე მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები