საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
როგორც ნარმანია სოციალურ ქსელში წერს, კორონავირუსს ვაქცინაცია დაამარცხებს.
“დღეს ავიცერი „სინოფარმის“ ვაქცინით.
ვაქცინაცია არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგელობა და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი COVID-19-ის წინააღმდეგ.
ჩემთან ერთად „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ ჩემი კოლეგები, სემეკის წევრები გიორგი ფანგანი და გოჩა შონია. უახლოეს დღეებში არაერთი ახლობელი, ნათესავი თუ ნაცნობი აპირებს ვაქცინაციას.
ყველას სურვილი და მიზანია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავამარცხოთ COVID-19, დავაღწიოთ თავი პანდემიას, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს – ამისთვის კი აუცილებელია ვაქცინაცია.
ვაქცინაციით დავამარცხებთ COVID-19-ს!”, – წერს ნარმანია სოციალურ ქსელში.