დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე შიოს კურთხევით ვეხმარები მეუფე სტეფანეს პრესკონფერენციის წარმართვაში, ჩვენ დღეს მივიღეთ განსაკუთრებული ზომები, რომ მშვიდი გარემო ყოფილიყო

“ეს პრესკონფერენცია არის იმისათვის, რომ არ დარჩეს ორაზროვნება, იყოს ღია ურთიერთობა და ყველა შეკითხვაზე იყოს ამომწურავი პასუხი გაცემული”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტთან, მეუფე სტეფანესთან ერთად მართავს.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ზომები იქნა მიღებული იმისთვის, რომ პრესკონფერენცია მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო.

“ეს პრესკონფერენცია არის იმისათვის, რომ არ დარჩეს ორაზროვნება, იყოს ღია ურთიერთობა და ყველა შეკითხვაზე იყოს ამომწურავი პასუხი გაცემული. ეს ვაკუუმი არ დარჩეს, სადაც საშუალება იქნება არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის. მე ვთხოვე საპატრიარქოს და მეუფე შიოს კურთხევით მხოლოდ მივეხმარები მეუფეს პრესკონფერენციის წარმართვაში, მე შეკითხვებს არ გავცემ პასუხს. მე მხოლოდ დამხმარეს ფუნქცია მექნება. ჩვენ დღეს მივიღეთ განსაკუთრებული ზომები, რომ ყოფილიყო მშვიდი გარემო და აქ ყველას მოგცემოდათ საშუალება მშვიდად დაგესვათ შეკითხვები. იცით თქვენ, რომ რეგისტრაციის შემდეგ მოხდა ტელევიზიების აქ წარმოდგენა და მიღება. ეს მხოლოდ იმისთვის გავაკეთეთ, რომ გვახსოვს ყველას, რაც მოხდა ამ ეპარქიაში. ერთხელ ჩაიშალა წირვა იმის გამო, რომ მოუწესრიგებლად ჟურნალისტები შევარდნენ ამ წირვაზე, მეორედ იყო სამღვდელო შეკრების ჩაშლის მცდელობა და გვახსოვს მაშინ გადმონგრეული აივანიც. ამიტომ დაგვჭირდა ეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოგვეჩინა დღევანდელი დღისთვის”, – განაცხადა ჯაღამაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები