მეუფე სტეფანე – 8 მარტის მოვლენებზე: ზოგიერთ ტელევიზიას საშინელ მონსტრად და დამნაშავედ გამოვყავდი
„ზოგიერთმა ტელევიზიამ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დახატა, ზოგმა – შეგნებულად, ზოგმა – შეუგნებლად“, – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ 8 მარტს ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა საინფორმაციო გადაცემაში, რომელიც 8 მარტს იყო, „ტვ პირველის“, „მთავარი არხისა“ და სხვა ტელევიზიების ეთერში, მიკერძოება ჩანს.
„ზოგიერთმა ტელევიზიამ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დახატა, ზოგმა – შეგნებულად, ზოგმა – შეუგნებლად. ყველა საინფორმაციო გადაცემაში, რომელიც 8 მარტს იყო, „ტვ პირველის“, „მთავარი არხისა“ და სხვა ტელევიზიების ეთერში, ჩანს მიკერძოება. წუთების მიხედვით შემიძლია, დაგანახოთ, როდის არ იცოდნენ, ჯერ რა ეთქვათ, შემდეგ გადაცემებში რაღაც კადრები ქრებოდა, ერთმანეთს ედებოდა განსხვავებული ხმა და კადრები, საბოლოო ჯამში, ამ მანიპულაციებით, საშინელ მონსტრად და დამნაშავედ გამოვყავდი. ჩემი მონსტრად გამოყვანის ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდა. ვირტუალური რეალობა არაა რეალობა, რომელსაც შენ ქმნი. როცა ჩვენ რაიმე კადრებს ვდებთ, ამას ვდებთ დაუმონტაჟებლად“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.
8 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების დროს ეპარქიის რეზიდენციის აივანი ჩაინგრა, რის შედეგედაც მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.