მეუფე სტეფანე: ვერავინ ვერ მეტყვის, ვერ დამიმტკიცებს და ვერ დამისაბუთებს, რომ ჩემგან რაიმე აგრესია იყო პროვოცირებული

„ვერავინ ვერ მეტყვის, ვერ დამიმტკიცებს და ვერ დამისაბუთებს, რომ როდესმე ვინმესთან აგრესიულად მივედი და ჩემგან რაიმე აგრესია იყო პროვოცირებული“, – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მღვდელმთავარმა უნდა იცოდეს, ვისთან აქვს საქმე.

„ყველაფერი, ყვირილი და ამბები დიაკვნების საკითხით დაიწყო. რა ვთხოვე მე მათ? თავიანთი მოვალეობის შესრულება. დიაკვანი არის იმისთვის, რომ ეკლესიაში იმსახუროს. ეკლესიაში მსახურება, პირველ ყოვლისა, არის ეპისკოპოსთან მსახურება. თუ ვინმეს ამ საკითხზე არ აქვს ინფორმაცია, გეტყვით, რომ მოციქულთა საქმეში პირდაპირ წერია, როგორ მოხდა დიაკვნების გამორჩევა. ისინი გამოარჩიეს იმისთვის, რომ მათ შეემსუბუქებინათ მოციქულების საქმიანობა. დღევანდელ დღეს, მოციქულების მოვალეობას ასრულებენ ეპისკოპოსები. ასე გვასწავლის ეკლესიის სწავლება. მღვდელმთავარმა უნდა იცოდეს, ვისთან აქვს საქმე“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები