კახა კუჭავა: 76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ქართველ გმირებს

“ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მივაგოთ პატივი და უნდა ვზრუნავდეთ იმ ვეტერანებზე, რომლებიც არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

კუჭავამ უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ქართველ გმირებს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისინი, მივაგოთ პატივი და უნდა ვზრუნავდეთ იმ ვეტერანებზე, რომლებიც დღესაც იხსენებენ და არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. აუცილებელია, ყოველ წელს არა მხოლოდ ვიზრუნოთ, გვახსოვდეს ისინი და პატივი ვცეთ იმ დიდ მიღწევას, რომელიც მათ თავიანთი შვილების და შვილიშვილების გამო, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გაიღეს“,- განაცხადა კუჭავამ.

დღეს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები