ირაკლი კობახიძე: მერობის კანდიდატების დასახელება, როგორც წესი, ხდება 2-3 თვით ადრე, ჯერ არის საკმარისი დრო
“მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანდიდატების დასახელებამდე ჯერ საკმარისი დროა.
„მერობის კანდიდატების დასახელება, როგორც წესი, ხდება 2-3 თვით ადრე. ჯერ არის საკმარისი დრო დამატებით ვიმსჯელოთ გადაწყვეტილებებზე. მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.