თამარ გაბუნია: ჯანმო-ს შუალედური ანგარიში იყო საკმაოდ მყარი “სინოვაკისა” და “სინოფარმის” სასარგებლოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ

“ჯანმო-ს შუალედური ანგარიში იყო საკმაოდ მყარი “სინოვაკისა” და “სინოფარმის” სასარგებლოდ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

,, ჯანმო-ს შუალედური ანგარიში იყო საკმაოდ მყარი “სინოვაკისა” და “სინოფარმის” სასარგებლოდ, ანუ ის ძირითადი დადებითი მხარეები, რომელიც ორივე ვაქცინას ახასიათებს, ძალიან კარგად იყო ასახული შუალედურ ანგარიშებში, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ავტორიზაციის გადაწყვეტილება იქნება დადებითი. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. “სინოფარმზე” აქტივობა არის ძალიან მაღალი, იმაზე მაღალი, ვიდრე “ფაიზერზე” იყო, როდესაც ის ქვეყანაში შემოვიდა. 25 000 ათასი ჯავშანია დღეს აქტიური, ასევე, აცრილია ის მოქალაქეები, ვინც 4 მაისიდან იყვნენ დარეგისტრირებულები და რჩება ის დოზები, რომლებიც გამოყენებული იქნება პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, საუბარი მაქვს პოლიციაზე, ასევე, საჯარო სექტორის იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც განისაზღვრა, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებე, ასევე ჟურნალისტებზეც იყო საუბარი და ტურიზმის სექტორზეც. ნამდვილად არ აქვს “სინოფარმის” დოზებს არ ათვისების რისკი, პირიქით, ძალიან აქტიური მოთხოვნაა “სინოფარმზე”. შესაძლოა, მოსახლეობის გარკვეული რიცხვი ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას, თუმცა, დიდი ნაწილისთვის საკმარისად მყარი საფუძველი აღმოჩნდა შუალედური დასკვნები და სხვა ქვეყნების გამოცდილება”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები