თამარ გაბუნია: სააღდგომო დღესასწაულების გამო, ამ ორკვირიან პერიოდში ინფიცირების გარკვეული მატება შესაძლოა, იყოს

“სააღდგომო დღესასწაულების გამო, ამ ორკვირიან პერიოდში ინფიცირების გარკვეული მატება შესაძლოა, იყოს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სტატისტიკა დღეში 1500-მდე ახალ შემთხვევაზე ნარჩუნდება.

„სააღდგომო დღესასწაულების გამო მომატებული სოციალური აქტივობებიდან გამომდინარე, ამ ორკვირიან პერიოდში ინფიცირების გარკვეული მატება შესაძლოა, იყოს და დაემთხვევა მაისის შუა რიცხვებს. ამ პერიოდში ისევ მნიშვნელოვანია აქტიური ტესტირება და ადრეული გამოვლენა, თუკი იყო ეფექტი და უარყოფითი შედეგი სადღესასწაულო დღეებში ეს უნდა გადავაზღვიოთ იმით, რომ ადრეულად მოხდეს ინფიცირებული პირების გამოვლენა. სტატისტიკა ნარჩუნდება 1500-მდე ახალ შემთხვევაზე დღეში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, უკვე შევედით პიკურ პერიოდში და შესაძლოა, მცირე მატება იყოს, თუმცა, ამაზე მეტი შემთხვევა იმ რეგულაციების ფონზე, რომელიც დღეს არის დაწესებული, მობილობის ამგვარი რეჟიმით, აღარ უნდა მივიღოთ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები