მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს სცემეს
მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში სასულიერო პირს სცემეს.
როგორც „ქრონიკას“ დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა განუცხადა, მას ფიზიკურად გაუსწორდა 1 პირი, კერძოდ, ეპისკოპოს სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი.
დეკანოზის თქმით, ინციდენტი მის მიერ ნათქვამს მოჰყვა, რაც მიტროპოლიტთან ეპისკოპოსის სტუმრობასა და მის ლოდინს ეხებოდა.
დეკანოზი არ აპირებს, რომ მიმართოს სამართალდამცველებს, თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ გმობს ძალადობას და მისი ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ძალადობის წახალისება.
შემთხვევა გუშინ ურბნელი მიტროპოლიტი იობის რეზიდენციაში მოხდა.