დეკანოზი გიორგი ჩაჩავა – პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა. მამა გიორგიმ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.

მისი თქმით, პანდემიის დასრულება სწორედ ვაქცინაციის საშუალებით არის შესაძლებელი.

„ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია, რათა ქვეყანა გაიხსნას და ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ კალაპოტს. ჩემმა მრევლმა ბევრმა გაიკეთა უკვე და მე, როგორც კი მომიწია, გავიკეთე ვაქცინა”, – აღნიშნა დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ.

ცნობისთვის, აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირებს შორის ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

ამასთან, საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქომ თავისი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები