ეკატერინე ტიკარაძე – მედიის წარმომადგენლებს: მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და, ასევე, განსაკუთრებულ პირობებსაც
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებს ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობა ექნებათ.
მისივე თქმით, დამატებითი დეტალები მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.
“მედიასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება. ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება რიგში დაყოვნების კომპონენტში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი ორის” ეთერში.