მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაახლოებით 4500 მოქალაქე აიცრა
„ასტრაზენეკასთან“ მიმართებით ჩვენს ცენტრში მომართვიანობა ძალიან მაღალია“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაახლოებით 4500 მოქალაქე აიცრა.
„ვაქცინაციის პროცესი თავდაპირველად ასეთი აქტიური არ იყო, მაგრამ ეს ნაკლები აქტივობა ჩვენს ცენტრთან მიმართებით არ შეინიშნებოდა. ჩვენთან პირველი დღიდან კეთდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. შემიძლია გითხრათ, რომ მარტო „ასტრაზენეკათი“ დაახლოებით 4500 მოქალაქე აიცრა, ანუ „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით ჩვენს ცენტრში მომართვიანობა ძალიან მაღალია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.