მარინა ეზუგბაია: პიკი როდის იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და დაიცავენ რეკომენდაციებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და რეკომენდაციების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„მატება, ჯერჯერობით, შეინიშნება. პიკი როდის იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და დაიცავენ რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს პიკი რაც შეიძლება სწრაფად დავწიოთ და არ გვქონდეს ისეთი მაღალი, როგორსაც ველოდებით წესითა და კანონით. ანუ ისევ ვსაუბრობთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციების დაცვაზე – პირბადე, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა“, – განაცხადა ეზუგბაიამ​​.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები