თამარ გაბუნია: ივლისიდან შესაძლებელია, რომ „ნოვოვაქსის“ ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდეს

“ივლისიდან შესაძლებელია, რომ „ნოვოვაქსის“ ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო კვირაში საკითხთან დაკავშირებით ზარია ჩანიშნული.

„ნოვოვაქსთან“ დაკავშირებით მომდევნო კვირაში ამერიკის სათავო ოფისთან ჩანიშნულია ზარი, რათა შევათანხმოთ ის პერსპეტივები, რაც „ნოვოვაქსთან“ პირდაპირი მოლაპარაკების საშუალებით შეიძლება, გვქონდეს.

ამასთან, „ნოვოვაქსი“ ასევე იქნება „კოვაქსის“ პლატფორმაზე და „კოვაქსის“ გზით, ივლისიდან ესეც შესაძლებელია, ქვეყანაში შემოვიდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები