თამარ გაბუნია: „ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მესამე კვარტალში შემოვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მესამე კვარტალში შემოვა.
„ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინა შესაძლოა, ორი გზით შემოვიდეს საქართველოში. ესაა „კოვაქსის“ პლატფორმა და ასევე გვაქვს კომუნიკაცია უშუალოდ კომპანიის ოფისთან. „ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 2021 წლის მესამე კვარტალში შემოვა. ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის მოწოდების საკითხზე ინფორმაციას თავად მწარმოებელი კომპანიისგან ელოდება,” – განაცხადა გაბუნიამ.