თამარ გაბუნია: COVID 19-ის პიკური მაჩვენებლები მაისის შუა რიცხვებში გამოვლინდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

„დღევანდელი მაჩვენებელი არ ასახავს ეპიდემიის ტენდენციას. ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელთა გამოვლენაც აღდგომის დღესასწაულის პერიოდში არ მოხდა და შესაბამისად არ განხორციელდა ანგარიშგებაც. ამიტომ, COVID 19-ის პიკური მაჩვენებლები მაისის შუა რიცხვებში გამოვლინდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები