ივანე ჩხაიძე: ყოველი 100 ვაქცინირებული 3 გადარჩენილი სიცოცხლეა
“დღეისათვის ჩვენ ასეთი ციფრები გვაქვს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფიქსირებს 3%-იან ლეტალობას კორონავირუსის გამო, ანუ ყოველი 100 ადამიანიდან შეიძლება დაიღუპოს სამი”,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს.
მისივე თქმით, ყოველი 100 ვაქცინირებული 3 გადარჩენილი სიცოცხლეა.
“დღეისათვის ჩვენ ასეთი ციფრები გვაქვს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფიქსირებს 3%-იან ლეტალობას კორონავირუსის გამო, ანუ ყოველი 100 ადამიანიდან შეიძლება დაიღუპოს სამი. შესაბამისად ყოველი 100 ვაქცინირებული ადამიანი არის 3 გადარჩენილი სიცოცხლე. ჩვენ დღეს გვყავს 45 ათასი ვაქცინირებული ადამიანი თვენახევრის განმავლობაში. ძალიან მცირეა ეს რიცხვი, იმისათვის რომ ჩვენ წლის ბოლოსათვის მივიღოთ ქვეყანაში პოპულაციური იმუნიტეტი”,- აცხადებს ჩხაიძე.