გიორგი ამილახვარი: ისინი, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დროა, გამოვიდნენ ,,ნაცმოძრაობის” – მათი სატელიტების გავლენიდან და დამუნათების შიშებიდან

“ისინი, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დროა, გამოვიდნენ ,,ნაცმოძრაობის” – მათი სატელიტების გავლენიდან და დამუნათების შიშებიდან”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ან შეთანხმებას შეასრულებენ ან გამოჩნდება, ვინ ქვეყნის/სტრატეგიული პარტნიორების მხარესაა და ვინ საპირისპიროდ.

,,ერთი ხელით ხელს აწერდე შეთანხმებას და მეორე ხელით ცდილობდე მის არშესრულებას, რაზე მეტყველებს?! ისინი, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დროა, გამოვიდნენ ,,ნაცმოძრაობის” – მათი სატელიტების გავლენიდან და დამუნათების შიშებიდან! დროა, იმოქმედონ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით დამოუკიდებლად, სხვა შემთხვევაში გაუჭირდებათ თვალი გაუსწორონ თავიანთ ამომრჩევლებს! ან ვასრულებთ შეთანხმებას ერთად, ან კიდევ ერთხელ გამოჩნდება ვინ ქვეყნის/სტრატეგიული პარტნიორების მხარეს და ვინ საპირისპიროდ,” – წერს გიორგი ამილახვარი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები