სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულის“ ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ.

როგორც პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფის წარმოადგენენ, ვაქცინაცია აკად. ნ.ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ.
“სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ადამია ესწრებოდნენ. ბუბა ლომუაშვილი თანამშრომლებს იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა და სამსახურის თანამშრომლებს სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. ბუბა ლომუაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე: მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება და ასევე ქართული სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი დღეს არსებული პანდემიის თავიდან ასაცილებლად. აქედან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო უერთდება ამ კვირეულს. ჩვენ ვეცდებით მომავალშიც მთლიანად ჩავერთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც ზოგადად ამ პროცესებს ახლავს თან. დღესდღეობით წარმოდგენილი იყვნენ პენიტენციური სამსახურიდან ჩვენი თანამშრომლები. პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა და მომავალშიც ეს იქნება მაგალითი სხვა დანარჩენი თანამშრომლებისთვის. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 26 აპრილი – 2 მაისს პერიოდში ევროპის იმუნიზაციის მეთექვსმეტე კვირეულს აღნიშნავს. იმუნიზაციის კვირეულში საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს და წელსაც, უერთდება ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებს და კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნიზაციას მათი ჯანმრთელობისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები