„ჯორჯიან მანგანეზსა” და პროფკავშირების გაერთიანებას შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა

შპს „ ჯორჯიან მანგანეზსა” და დასაქმებულებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, დღეს შესაბამისი დოკუმენტი პროფკავშირებთან გაფორმდა.

შეთანხმება იმის გარანტიაა, რომ 2021 წლის პირველი მაისიდან კომპანიის თანამშრომლები ახალი ხელშეკრულების საფუძველზე იმუშავებენ.

შეთანხმება ითვალისწინებს :

1. 2021 წლის 1-ელი მაისიდან განხორციელდეს დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია 5,2%-ით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის საშუალო წლიური ინფლაციის შესაბამისად (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).
2. დასაქმებულებს წელიწადში ოთხჯერ:  შობის, აღდგომის, გიორგობისა (23 ნოემბერი) და სამთოელის დღესთან დაკავშირებით მიეცეს ფულადი საჩუქარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 62.5 ლარის ოდენობით.
3. 2021 წლის 1-ელი მაისიდან თითოეული დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება გაიზარდოს 250 (დარიცხული) ლარის ოდენობით (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).
4. წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-სა და ყველა იმ კომპანიის თანამშრომლებზე, რომლებიც ოპერირებენ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს კუთვნილი სალიცენზიო უფლებამოსილების ფარგლებში.
5. უახლოესი 2 (ორი) თვის განმავლობაში მხარეები იმუშავებენ და მოამზადებენ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტს, რომლითაც დარეგულირდება როგორც კომპანიის, ასევე, პროფკავშირისა და დასაქმებულების ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია მხარეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებისა და პარტნიორული პრინციპების დამკვიდრებისთვის.
6. მხარეთა შორის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, წინამდებარე შეთანხმება გახდება მისი განუყოფელი ნაწილი.
7. წინამდებარე ხელშეკრულება ამოქმედდეს მასზე ხელმოწერის მომენტიდანვე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები