ალეკო ელისაშვილი – ამნისტიის კანონპროექტზე: უბრალოდ, ვერ მივხვდი, რაზე კამათობენ

“ჩემთვის მთავარი პრინციპებია ის, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ხალხს ასახიჩრებდნენ”, – ასე პასუხობს “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კითხვას, რომელიც ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეუთანხმებლობას ეხებოდა.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია, ადამიანი, რომელმაც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს მაკო გომური დაასახიჩრა, ამნისტირებული არ იქნას.

“ჩემთვის მთავარი პრინციპებია ის, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ხალხს ასახიჩრებდნენ. ეს ორი პრინციპი გათვალისწინებულია. ეს არის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი და დანარჩენი, უბრალოდ, ვერ მივხვდი, რაზე კამათობენ.

მთავარია, რომ ადამიანი, რომელმაც დაასახიჩრა მაკო გომური, ამნისტირებული არ იქნას”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები