აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 აპრილის 9:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 1-ელ მაისს ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.