ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობა“აგრძელებს დესტრუქციულ დღის წესრიგს, არ უერთდება იმ შეთანხმებასა და სულისკვეთებას, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის იყო შემოთავაზებული

„ნაცმოძრაობა“აგრძელებს დესტრუქციულ დღის წესრიგს, არ უერთდება იმ შეთანხმებასა და სულისკვეთებას, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის იყო შემოთავაზებული”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებისა და დემოკრატიისთვის პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა აუცილებელია.

„ტყუილად დაიკარგა 6 თვე, დღეს ვიწყებთ შედარებით სრული ფორმით საპარლამენტო ცხოვრების დღის წესრიგით მუშაობას. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, რადგან საპარლამენტო ცხოვრებისა და დემოკრატიისთვის ოპოზიციის ყოფნა აუცილებელია, ოპონირება კანონებთან თუ სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია.

„ევროპული საქართველოდან“ ვინც სიით გავიდა, ყველა ადამიანი აქ არის, პარტიის წევრებმა, ვინც ამ სიაში იყვნენ, დატოვეს პარტია. პარტიას სია ჩახსნილი აქვს და პარლამენტში ვერანაირად ვერ იქნება წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობა“აგრძელებს დესტრუქციულ დღის წესრიგს, არ უერთდება იმ შეთანხმებასა და სულისკვეთებას, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის იყო შემოთავაზებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები