გიორგი ვაშაძე: დღეიდან შეთანხმების აღსრულება იწყება

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტში მივიდა, აცხადებს, რომ დღეიდან შეთანხმების აღსრულება იწყება.

“დღეიდან შეთანხმების აღსრულება იწყება. ველოდებით, რომ გიორგი რურუას დღეს შეიწყალებენ. პარალელურად, გვექნება კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმუშავებთ მხოლოდ იმ საკითხებზე, რასაც შეთანხმება მოიცავს. ნიკა მელია კი ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ გათავისუფლდება”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები