ერგნეთში დღეს შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 99-ე შეხვედრა გაიმართება.
ქართული მხარე საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების: ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
ქართული მხარე ასევე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს გააპროტესტებს. ბოლო ასეთი ფაქტები დირბი-ტახტისძირისა და ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთებზე მოხდა.
უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება.