ივანე ჩხაიძე: არ მგონია, “ინდურ შტამზე” “ასტრაზენეკას” ვაქცინა მოქმედებდეს

“არ მგონია, “ინდურ შტამზე” “ასტრაზენეკას” ვაქცინა მოქმედებდეს”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “ასტრაზენეკამ” ამ შტამის ზემოქმედების შეფასება ვერ მოასწრო.

“არ მგონია, “ინდურ შტამზე’ “ასტრაზენეკას” ვაქცინა მოქმედებდეს. მას ამ შტამის ზემოქმედების შეფასება არ აქვს მოსწრებული. “ასტრაზენეკას” ყველაზე მეტი რაოდენობა გამოყენებული ინდოეთში იყო, მაგრამ საუბარი იმაზე, მუშაობდა თუ არა ეს ვაქცინა “ინდური შტამის” მიმართ, ძალიან ადრეა,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები