ამირან გამყრელიძე: კარგია, რომ მოსახლეობამ ამდენი საუბარი გაითვალისწინა და პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდა, რაც კარგია.

„კარგია, რომ მოსახლეობამ ამდენი საუბარი გაითვალისწინა და პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდა. ამასთან, ოდნავ შემცირდა მობილობის მაჩვენებელი, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ გვინდა, მაისი დაახლოებით ამ ფარგლებში, ეპიდსიტუაციის ამ მასშტაბებით გავიაროთ. ეს აუცილებელია, რათა შემდგომ ივნისი უფრო მშვიდად დავიწყოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები