ირაკლი ქადაგიშვილი: ამნისტია არის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შეთანხმებაში საუბარია, რომ ამნისტია ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს.

„ამნისტია არის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ. დანარჩენი, როგორც ამერიკის ელჩმა აღნიშნა, ყველას პიროვნული საქმეა, იქნება თუ არა ციხეში. შეთანხმებაში საუბარია, რომ ამნისტია ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს. საუბარი იყო იმაზე, პოლიციელებზე უნდა გავრცელდეს თუ არა, რა თქმა უნდა, გავრცელდება პოლიციელზეც. არგუმენტად იყო მოყვანილი, რომ თუ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას, რაც კონვენციით რეგულირდება, ასეთ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება, მაგრამ ამ შემთხვევაშივ ასეთი ფაქტი არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები