მეუფე სტეფანე: როდესაც უფალს და ეკლესიას აგინებენ, როცა წირვას ჩაშლიან, უპირისპირდებიან სიწმინდეებს, გიწევს მიიღო გარკვეული ზომები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას აკეთებს
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ის რაც ეპარქიაში ხდება მორწმუნე საზოგადოებაზე იდეოლოგიური შეტევაა.
მისივე თქმით, როდესაც უფალს და ეკლესიას აგინებენ, გიწევს მიიღო გარკვეული ზომები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას აკეთებს.
“დღეს რაც ხდება არის იდეოლოგიური შეტევა მორწმუნე საზოგადოებაზე, რომ დაგვაკარგვინონ რწმენა.
როდესაც უფალს და ეკლესიას აგინებენ, როცა წირვას ჩაშლიან, უპირისპირდებიან სიწმინდეებს, პატრიარქს გიგინებენ, გიწევს მიიღო გარკვეული ზომები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას აკეთებს.
სადაც ის მიდის იქ იწყება შფოთი თუ მე სადაც მინდა რომ წირვა ჩავატარო, მოდის ის ხალხი, რომლებიც ცდილობენ რომ დაუპირისპირდნენ ეკლესიას. მოგვეცი საშუალება, რომ ვილოცოთ, შენ ვის რაში სჭირდები, იყავი შენთვის, ხმას არავინ გაგცემს”, – ამბობს მეუფე სტეფანე.