ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით, ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე,  ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით, ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ საგაზაფხულო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიაზე 2000 -მდე  კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის  ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე  უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 4 ჰექტარამდე ფართობზე,  ჯამში  17 000-მდე  ნერგი დაირგო.    პროექტი  ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალისწინებს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიზანი, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის საფარის ეფექტური აღდგენაა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები