ვაშაძე – ნათელაშვილის განცხადებაზე: კატეგორიულად მიუღებელია, ვემიჯნები და პირიქით, ბოდიშს ვუხდი ევროპარლამენტარებსაც და ამერიკის ელჩსაც მსგავსი ფრაზეოლოგიისთვის

“კატეგორიულად მიუღებელია, ვემიჯნები და პირიქით, ბოდიშს ვუხდი ევროპარლამენტარებსაც და ამერიკის ელჩსაც მსგავსი ფრაზეოლოგიისთვის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შალვა ნათელაშვილის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

ვაშაძის თქმით, რომ არა პარტნიორების მუშაობა 24/7-ზე, საქართველო ამ უმძიმეს შრომას ვერ დაძლევდა.

„შალვა ნათელაშვილმა დემონსტრაციულად დატოვა მოლაპარაკებები. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია. მე დემონსტრაციულად არაფერს გავაკეთებ დასავლელ პარტნიორებთან მიმართებით. ამ დოკუმენტის შესრულება იქნება მთავარი საფუძველი იმის, რომ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მივიღოთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რასაც მაპ-ს ვეძახით ნატო-ში, ამ დოკუმენტზე იქნება თავიდან ბოლომდე დამოკიდებული.

კატეგორიულად მიუღებელია, ვემიჯნები და პირიქით, ბოდიშს ვუხდი ევროპარლამენტარებსაც და ამერიკის ელჩსაც მსგავსი ფრაზეოლოგიისთვის, რომელიც ისმის საქართველოდან. ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და რომ არა მათი მუშაობა 24/7-ზე, დღე, ღამე, შაბათ-კვირას, საქართველო ამ უმძიმეს შრომას ვერ დაძლევდა. მე ვაფასებ მათ შრომას, მადლობა ევროკავშირსა და ამერიკის ელჩს და ბოდიშს ვუხდი ამ ლანძღვა-გინებისთვის, რასაც ისინი იღებენ ამხელა საქმის გაკეთებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდან ოპოზიციონერი კოლეგები ხელით ეჭირა, რათა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს არ ჩაბარებოდნენ”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები