ლადო პაპავა: დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერმინისტრი – ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, დაიკარგა, ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო

“დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერმინისტრი”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

ეკონომისტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდში დამტკიცებულ, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი მთავრობიდან წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი და მის ადგილზე კვირიკაშვილი მოვიდა, აღნიშნული სტრატეგია შეიცვალა პრიმიტიული ოთხპუნქტიანი გეგმით.

„2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა გამოსცა სამთავრობო დადგენილება, რითაც დაევალა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს, მოემზადებინათ „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგია 2020“. ამ დოკუმენტზე მუშაობდა, ძირითადად, ფინანსთა სამინისტრო. ეკონომიკის სამინისტრო ნაკლებად იყო ამაში იყო ჩართული, უფრო ფორმალური იყო ამაში მონაწილეობა, ამ იტომ, კვირიკაშვილს არც არასდროს გაუთავისებია, როგორც მისი პროდუქტი. ამაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოგზავნილი ექსპერტები და ქართველი ეკონომისტები. ეს გეგმა დაამტკიცა უკვე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა 2014 წელს და იქ იყო ძალიან კარგი ჩანაწერი, რომ ყველა სამთავრობო უწყებას, ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, უნდა წარმოედგინა ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, მაგრამ როგორც კი მთავრობიდან წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი და მის ადგილზე კვირიკაშვილი მოვიდა, შემდეგ იყო პრიმიტიული ოთხპუნქტიანი გეგმა. ვერ გაბედეს, რომ სტრატეგია 2020 გაეუქმებინათ, პრემიერმინისტრები იცვლებოდნენ, სტრატეგია გაუქმებული არ იყო, მაგრამ არც არავინ ასრულებდა. დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერმინისტრი. ეს იყო დამსახურება მისი ჩამნაცვლებელი კვირიკაშვილის, რომელიც ფორმალურად ერთ-ერთი ავტორი უნდა ყოფილიყო იმ სტრატეგიის, მაგრამ ეს მას გათავისებული არ ჰქონდა. ამიტომ, დიდი წვლილი მას ამ დოკუმენტში არ შეუტანია და როგოც კი გახდა პრემიერმინისტრი, პრიმიტიული 4-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, დაიკარგა, ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები