დმიტრო კულება: უკრაინა და საქართველო შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს წამყვანი პარტნიორები არიან
“უკრაინა და საქართველო შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს წამყვანი პარტნიორები არიან”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
„უკრაინა და საქართველო შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს წამყვანი პარტნიორები, დღეს პირველად უერთდებიან რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის სამმხრივ ფორმატს, რათა ჩვენი რეგიონის საერთო გამოწვევები და საერთო მომავალი განვიხილოთ“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
დმიტრო კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და საქართველო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ფორმულის განუყოფელი ნაწილია.
