ლინას ლინკევიჩუსი: რუსეთის პროვოკაციების ფონზე, საქართველომ და უკრაინამ აუცილებლად უნდა მიიღოს მაპ-ი

“რუსეთის პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, ორივემ, უკრაინამ და საქართველომ მაპ-ი აუცილებლად უნდა მიიღოს”, – ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს.

ლინკევიჩუსი ამ პოსტით რუსეთის პოზიციას გამოეხმაურა, რომ თითქოს უკრაინამ დონბასში სიტუაცია განზრახ დაძაბა, რათა მაპ-ი მოეპოვებინა.

“რუსეთმა ახლახან განაცხადა, რომ უკრაინამ დონბასში სიტუაცია NATO-ს მაპ-ის მოსაპოვებლად განზრახ გაამწვავა. კრემლის ყველა ამ პროვოკაციული ქმედების შემდეგ, ორივე ქვეყანამ – უკრაინამ და საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მაპ-ი, რაც იქნება მკაფიო დადასტურება NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივის”, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები