თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ ქმედებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ ქმედებაში ბრალდებული შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას ბრალდებულებიც ესწრებიან. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ბრალდების მხარის წარმომადგენლის ინფორმაციით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საქმეში არსებობს 100 მოწმის ჩვენება, ფოტო მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები.
ბიჩელაშვილისა და დევდარიანის ადვოკატები დღევანდელ სხდომაზე გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.