მარკ კლეიტონი: მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებისთვის, აჩვენონ გამბედაობა

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით შეთანხმების დოკუმენტზე ოპოზიციის უმრავლესობისა და “ქართული ოცნების” ხელმოწერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეგრაციისთვის.

ელჩი მოუწოდებს იმ პარტიებს, რომლებსაც შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ, გამბედაობა გამოიჩინონ და შეუერთდნენ დოკუმენტს.

„როგორც მანამდე ვთქვი, ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას. მე გულთბილად მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამდენმა პარტიამ და ინდივიდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას. ჩვენ სრულად მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებისთვის, აჩვენონ გამბედაობა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის პროგრესისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად. ბრიტანეთი ამას სრულად უჭერს მხარს“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები