კელი დეგნანი: ხალხს სურს მათ მიერ არჩეული დეპუტატების პარლამენტში ხილვა და მუშაობა იმ პრიორიტეტებზე, რაც მათ განსაზღვრეს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეთანხმება პოლიტიკურ მხარეებს საშუალებას აძლევს, ქართველი ხალხის პრიორიტეტებზე მუშაობა დაიწყონ.

ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო და აშშ დღის წესრიგზე ფოკუსირებას შეძლებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის ბევრმა წევრმა და პარტიამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ვფიქრობ, მათ დაინახეს, რომ ქართველ ხალხს ამ კრიზისის დასრულება სურს. ხალხს სურს მათ მიერ არჩეული დეპუტატების პარლამენტში ხილვა და მუშაობა იმ პრიორიტეტებზე, რაც მათ განსაზღვრეს. ეს გულისხმობს სამუშაო ადგილებს და მაღალ ფასებს, ეკონომიკის აღდგენასა და ჯანდაცვის სერვისებს, განათლებას. ამის საშუალებას იძლევა ეს შეთანხმება. ის საშუალებას აძლევს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ დაიწყონ მუშაობა ქართველი ხალხის პრიორიტეტებზე. ვფიქრობ, პრეზიდენტმა მიშელმა საქართველოს მიმართ დიდი პატივი გამოხატა აქ ჩამოსვლით, რათა თქვენთან ერთად აღენიშნა ეს რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი ჩართულობა ამაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა იმედი მაქვს, საქართველო და აშშ ერთად შეძლებენ დღის წესრიგზე ფოკუსირებას, იმ გრძელვადიანი ინიციატივებზე, რაზეც ვმუშაობთ და რაც მოიცავს ჩემ მიერ ჩამოთვლილ პრიორიტეტებს. USAID-ის პროგრამები ფოკუსირებულია განათლებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, არის საზოგადოებრივი პროგრამები, რომლებიც ფოკუსირებულია ადამიანებს შორის კონტაქტზე. ველოდებით ქართველ პარტნიორებთან მუშაობას. ახლა ეს კრიზისი უკან არის მოტოვებული და ამ შეთანხმების შესრულების რთული სამუშაო დაიწყო“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები