საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას გაერთიანებული სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე სამი დეპუტატის: ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას გაერთიანებული სარჩელი წარმოებაში მიიღო.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყება.

დავის საგანია „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის“, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები