პარლამენტის შენობასთან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია გაიმართა
პარლამენტის შენობასთან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია გაიმართა. პატიმრების ოჯახის წევრები შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ ერთ-ერთ პუნქტს, ამნისტიას ეხმაურებიან და ითხოვენ, აღნიშნული მათი ოჯახის წევრებსაც შეეხოთ.
“იყოს საყოველთაო ამნისტია, ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ”, – განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ. აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შენობის პიკეტირებას აანონსებენ.